მთავარი » 2014 » მაისი » 24 » დეპრესია და სუიციდი თინეიჯერებში !
20:38
დეპრესია და სუიციდი თინეიჯერებში !

Untitled - animated gif #1784391 by taraa on Favim.com

დეპრესია -ეს არის ფსიქიკური აშლილობა რომელიც ძალიან ხშირია და ყოველ მეოთხე ან მეხუთე ადამიანს ახასიათებს. განანსხვავებენ დეპრესიის ორ ტიპს ესენია: ეგზოგენური და ენდოგენური. 
ეგზოგენური - ასეთი დაავადების გამომწვევი არის გარემო ფაქტორები.უსიამოვნო შემთხვევები, პრობლემები და სხვ.
ენდოგენური- ამ დროს, კონკრეტულ ასაკში, დეპრესიის განვითარებას ბიოლოგიური ფაქტორები განაპირობებენ.


რაც შეეხება თინეიჯერებს ,შეიძლება ითქვას , რომ ამ ასაკში დეპრესია საკმაოდ რთული პრობლემაა. ამ დროს მოზარდები ხდებიან აგრესიულები , მათ დეპრესიას მხოლოდ ოჯახსა და სკოლაში როდი მოჰყვება პრობლემები – მათ შეიძლება მიმართონ ნარკოტიკებს და ჩაიდინონ კრიმინალური დანაშაულიც. ზოგი თინეიჯერი საკუთარი თავისადმი ძულვილსაც კი განიცდის.
ამ ასაკში მოზარდების სიჯიუტე და აგრესიულობა ნორმალურადაც კი შეიძლება ჩაითვალოს ,თუ რა თქმა უნდა ასეთი რამ ხშირად არ ხდება.

Sucide ...


ამ რთულ პერიოდში მოზარდი დიდ ფსიქოლოგიური ზეწოლას განიცდის... მის ტვინში უამრავი კითხვა ამოტივტივდება ხოლმე...ვინ არის და რას წარმოაგენს ამ სამყაროში?... 
ამიტომ საზოგადოება უნდა იყოს ამ საკითხში გათვითცნობიერებული, რომ გაუგოს დეპრესიულ ან თუნდაც უხეშ თინეიჯერებს.
დეპრესიის მკურნალობა შესაძლებელია და ამისთვის ძირიტადად მედიკამენტებს და ანიდეპრესანტებს იყენებენ. თუმცა მედიკამენტების და ატიდეპრესანტების მიღება ექიმის ნებართვის გარეშე არ შეიძლება.

. | via Tumblr
აფორიზმები მოზარდებზე:

მოზარდი, ეს არის არსებაა, რომელსაც დიდი ცოდნა აქვს მიღებული სკოლის გარეთ. (მარსელინ კოკსი)

მოზარდები ცხოვრობენ სამყაროში, რომელსაც ატერორებენ მოზრდილები, ხოლო მოზრდილები ცხოვრობენ სამყაროში, რომელსაც ატერორებენ მოზარდები. (რობერტ ორბენი)

თუკი მოზარდს არ აღიქვამენ სერიოზულად, ის იქცევა, როგორც პატარა, ურჩი ბავშვი. (ალფრედ ნიუმენი)

ბუნება გვაძლევს თორმეტ წელს, რათა შევიყვაროთ ჩვენი შვილები, სანამ ისინი გახდებიან მოზარდები. (უილიამ კალვინი)

მოზარდებმა არ იციან, რომ ერთ მშვენიერ დღესაც მათაც ისეთივე მწირი ინფორმაცია ექნებათ ცხოვრების შესახებ, როგორც მათ მშობლებს. (რიჩარდ უოლდერი)

თუკი მეოცე საუკუნეში ეშინოდათ სერიული მკვლელების, ოცდამეერთე საუკუნეში ეშინიათ ჩვენი. (მოზარდი)

პატარა შვილები თავის ტკივილია, დიდი შვილები გულისტკივილია. (იტალიური ანდაზა)

საუკეთესო საშუალება შვილების სახლში ,,დასაბმელად" სასიამოვნო ატმოსფეროა. (დოროთი პარკერი)

თუკი არ გეკითხებათ, საიდან გაჩნდა და არ გეუბნებათ სად მიდის, ესე იგი თქვენი შვილი მოზარდია. (უცნობი ავტორი)

What they dont know won't hurt them...

სუიციდი თინეიჯერებში:

მოზარდებში თვითმკვლელობა გარდაცვალების მესამე წამყვანი მიზეზია ( ინციდენტებისა და მკვლელობების შემდეგ).


ყოველ წელს 5000-ზე მეტი ამერიკელი მოზარდი ამთავრებს სიცოცხლეს თვითმკვლელობით. თინეიჯერულ სუიციდთან დაკავშირებული გამაფრთხილებელი ნიშნები და რისკ ფაქტორები მოიცავს: დეპრესიას, თვითმკვლელობის მცდელობას, ბოლო ხანებში განცდილ ზარალს, გამუდმებით სიკვდილზე ფიქრს და ალკოჰოლის და/ან ნარკოტიკების მოხმარებას. ხშირ შემთხვევაში, როცა მოზარდი გეგმავს თვითმკვლელობას, ის იძლევა სიტყვიერ მინიშნებებს,ისეთს, როგორიცაა: “აღარაფერი მაინტერესებს”, “უჩემოდ უკეთესად იქნებით” “აღარ შეგაწუხებთ” და ა.შ. მან შეიძლება უცებ გააჩუქოს მისთვის უსაყვარლესი ნივთი, ან მოულოდნელად ხანგრძლივი უხასიათობის შემდეგ უჩვეულოდ კარგ ხასიათზე დადგეს.

Tumblr

თინეიჯერები ხშირად განიცდიან ძლიერ სტრესს, დაბნეულობას, არასრულფასოვნებას, ფინანსურ პრობლემებსა და სხვა. თვითმკვლელობის მიზეზი ხშირად ხდება: მშობლების განქორწინება, ოჯახური ძალადობა, წარუმატებლობა სკოლაში, საკუთარ თავზე დაბალი წარმოდგენა, უარი მეგობრობაზე, თინეიჯერის ახლობელი ადამიანის გარდაცვალება, მეგობრის თვითმკვლელობა და სხვ.
დეპრესია და სუიციდიზმისკენ მიდრეკილება განკურნებადი ფსიქიკური აშლილობაა. ბავშვს ან მოზარდს სჭირდება თავისი ავადმყოფობის ცნობა, დიაგნოზი და შესაბამისი მკურნალობის გეგმის განვითარება.თუ ფიქრობთ რომ თინეიჯერი ქონდა თავის მოკვლის მცდელობა დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს და არავითარ სემთხვევაში არ დატოვოთ მარტო.

კატეგორია: ▼ Depression/Suicide ▲ | ნანახია: 2294 | დაამატა: HU-Soldier™ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]