23:37 I'm Supposed to be The One | |
I'm Supposed To Be The One ცხოვრება ბევრ მახეს გვიგებს, ცდილობს გვაწვალოს და დაგვანახოს ის რასაც ადრე ვერ ვხედავდით. უფრო მოკლედ რომ მოვყვე და ახსნაში დრო არ დავხარჯო, ცხოვრება არის მანიაკი რომელიც ქუჩაში დაგიჭერს, მანქანაში ჩაგსვავს და ეშმაკმა იცის სად წაგიყვანს. ცხოვრების საუკეთესო მეგობარი სიყვარულია. რა არა? რათქმაუნდა როგორც ცხოვრება, ზუსთად ისე გაწვალებს სიყვარულიც, სულს ამოგხდის და ბოლომდე გაწამებს. ადაიანების უმეტესობა სიყვარულთან მეგობრობას სუიციდით ამთავრებს. სწორედ ახლა, ვდგავარ მეცხრე სართულის ფანჯრის რაფაზე და ბოლო წუთებში ვფიქრობ. ნუთუ მართლაც საჭიროა ეს ყველაფერი? სიმართლე გითხრათ ხელს არავინ მიშლის, ქვევით გამვლელებს სულაც არ აინტერესებთ მათ თავზე 17 წლის მოზარდი დაეცემათ თუ არა. გზა ხსნილია, მაგრამ ღირს ამის გაკეთება თუ არა? მაგრამ მაინც, სანამ სუიციდს მივსალმებივარ მგონი ჯობს გავიხსენო ის რაც 1 წლის წინ დაიწყო. 17 სექტემბერი. 2013 წელი. ვვდგავარ სკოლის წინ და თავში ტრიალებს ყველაფერი, ყველაფერი რასაც კი შეუძლია ნორმალურმა ადამიანმა ნაგავი უწოდოს. ყოველ შემთხვევაში ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ისევ დავბრუნდი სკოლაში. ალბათ ახალი კლასელებიც იქნბიან, ამბობდნენ რომ ქიმიის მასწავლბელი შეგვივალეს. უხმოდ შევაბიჯე სკოლაში. ირგვლივ ბევრი ბავშვი იყო, ბევრი ნაცნობ ვნახე, უმეტესობა საშინლად შეცვლილი იყო და ძლივს ვიცანი. ზოგი საერთოდაც არ შეცვლილა და მარტივი ამოსაცნობი იყო. თვალში ყველაზე მარტივად გიორგი მომხვდა, ჩემი ძმაკაცი რომელიც თვლის რომ წყალი ცისფერია, მაგრამ თვითონაც არ იცის თუ რატომ თვლის ასე. სხვათაშრის ეს ერთერთი მიზეზია რატომაც ვემეგობრები. გიორგი: - ბიჭო, სად დაიკარგე ამდენხანს ბავშვები უკვე დარბაზში არიან - დარბაზში რა უნდათ? როდიდან იწყება სასწავლო წელი დარბაზით? - დირექტორი რომ შეგვიცვალეს არ იცოდი? - ვინ თქვა? მე მეგონა ქიმიის მასწავლებელი შეცვალეს - აუ შენ რითი უსმენ ხოლმე რომ გელაპარაკებიან? დირექტორი შეგვეცვალა და კაცი აღარ არის. ქალია და თავისი შვილი მოიყვანა. მგონი პარალელურში იქნება - აუ ჩემი! დარბაზის თავი ნამდვილად არ მაქვს - წამო წამო რა იცი რა ხდება დაბაზში შევედით, სავსე იყო. სადღაც უკან დავდექით და დირექტორს ველოდებოდით. ცოტახანში მისასალმებელი მუსიკა ჩაირთო და მაღალი ქალი დარბაზში დინჯად შემოვიდა. მე: - ბიჭო ესაა დირექტორი? გიორგი: - ხო - რა ტრაკი აქ და სიცილი აგვიტყდა. ჩვენ წინ გეოგრაფიის მასწავლებელი იჯდა, გაბრაზებულმა გამოგვხედა და თითით გვანიშნა, უხეშად რომ ვთქვათ უნდა მოგვეკეტა. დირექტორი სიტყვთ გამოვიდა, რაღაცეებს შეგვპირდა და მოკლედ ბევრი ილაპარაკა. მე სულაც არ ვუსმენდი, ჩემი ყურადღება მთლიანად იყო გარადთული დარბაზის კარში მდგომ შავგვრემან გოგოზე, რომელსაც ნამდვილად ეტყობოდა რომ სულაც არ უხაროდა სკოლის დაწყება. ზარი დაირეკა, ბავშვები აიშალნენ, ყველა საპირისპირო მიმართულებით დადიოდა. მე და გიორგი კარში ძლივს გავედით, ის გოგო უბრალოდ აორთქლდა. გაკვეთილებიდან ადრე გაგვიშვეს, როცა კარიდან გამოვედი დავინახე როგორ ჯდებოდა ის შავგვრემანი გოგო მანქანაში და თან ტელეფონზე ლაპარაკობდა. უცებ ზურგზე მთელი ძალიათ ვიღაცამ ხელი დამართყა. მე: - ეე ბიჭო დოლი კი არ ვარ - აბა რა ძეგლივით დგახარ რაარის. წამო სახლში მაგარი თამაში ვითრიე - ოო მოიცა რა - ბიჭო რამდენიხანია არ გვითამაშია -სხვა საქმეები მაქვს - Pfff... - ის გოგო ვინ იყო კარში რომ იდგა? - მეღადავები? შენ ის თუ იცი მსოფლიოში რამდენი კარია, უნდა დააკონკრეტო - ბიჭო დარბაზის კარში შე პიჟონო - ის შავგვრემანი? - ხო - ეგ ვიღაც ახალია, არავის იკარებს თურმე. - შენ რა იცი - სკოლაში ხმები მალე ვრცელდება. მმგონი დირექტორის შვილია - აუ ვაბშე რა იყო ეს დირექტორის შეცვლა? - აბაა.. რამდენს ლაპარაკობს ტო! ჯაბუას რომ ჩაეძინა მაგისი ლაპარაკის დროს იცი? - :დ არა - მერე ისტორიის მასწავლებელი აღვიძებდა - კარგი, მოკლედ წავედი მე და ხვალ გნახავ იცოდე უნდა გელაპარაკო რაღაცაზე - რა ხდება? - ხვალ გეტყვი პასუხის გაცემა აღარ დავაცადე, ყურსასმენები გავიკეთე და გავტრიალდი. ვის არ უყვარს უბრალოდ ბოდიალი და მუსიკის მოსმენა? ზოგი წყნარ მუსიკას უსმენს და თავი მუსიკალურ კლიპში გონია, ზოგი რეპს უსმენს და მის ირგვლივ ყველაფერი ნაცრისფერია. მე როკი მიყვარს. ვთვლი რომ როკი ისევე როგორც ცხოვრების ნაწილი, ასევე მისი ანტონიმია. რატომ? როგორც უკვე ავღნიშნე ცხოვრება გაწამებს, მაგრამ შეუძლებელია ცხოვრება მუსიკის გარეშე, კერძოდ როკის გარეშე, მაგრამ როცა ცხოვრება ჩაქუჩს გირტყავს, როკი შენსა და ჩაქუჩს შორის ბალიშს დებს. ეს ჩემი პირადი აზრია. ამჯერად ყველაზე გრძელი გზით წავედი, გზაში სიგარეტი ვიყიდე. რაც სხვათაშორის საერთოდ არ მახასიათებს. ერთი კვირაა რაც ვეწევი, მე თვითონაც არ ვიცი რატომ. ყოველთვის მიმაჩნდა რომ სიგარეტი ადამიანს ეწევა და არა ადამიანი სიგარეტს. მივდიოდი ასე და ვეწეოდი, პარალელურად ყურსასმენებში Hollywood Undead - Street Dreams უკრავდა. სახლში ისე მივედი ვერც შევამჩნიე. კარში ჩემი უმცროსი და დამხვდა და როგორც ყოველთვის ის პირველი იყო რომელიც იგრძნობდა რომ მოვწიე და ოჯახში მარტო ის მეჩხუბებოდა. რათქმაუნდა სხვამ არავინ იცოდა, რაც არ უნდა უცნაური იყოს ვერც ვერავინ ხვდებოდა. ელენე: - დათოო!!! ისევ ხო? დედამ რომ გაიგოს? - მერე რა - რა დაგემართა? სიგარეტი მავნეაო მე ვამბობდი? - შეგიძლია არ ჩაერიო? თვალები გადაატრიალა და სამზარეულოში შევიდა. მე ჩემს ოთახში გავედი. იმ შავგვრემან გოგოს უბრალოდ თავიდან ვერ ვიგდებდი. განა იმიტომ რომ შავგვრემანი გოგოები ცოტანნი არიან ან მხოლოდ მას ეტყობოდა მკვეთრად რომ არ უხაროდა სკოლის დაწყება. უბრალოდ ჩემი ყურადღება მარტივად მიიქცია, რაც ძალიან იშვიათია. სკოლაში დერეფნის თითქმის ყველა მოსახვევში, ჩაივლის გოგო რომელსაც თმა ლამაზად აქვს შეკრული, უსვია "ბლესკი", ტუში, ფერადი კაბა აცვია და სადა შემოსაცმელი, აი ესეთი გოგო ყოველთვის ტვალებს მიპაჭუნებს, რასაც მართლაც რომ არ ვაქცევ ყურადღებას. იმ შავგვრემანს, თმა უბრალოდ გაშლილი ქონდა, ეტყობოდა რომ ბოლომდეც არ იყო დავარცხნილი, ან ქარის ბრალი იყო. შავი შარვალი და თეთრი მაისური ეცვა, ფეხზე კეტები. მაკიაჟი სულაც არ სჭირდებოდა, ისედაც დახატული იყო. მაგრამ ისიც მიკვირდა, დირექტორი ქერა ქალი იყო, ცისფერი თვალებით, მაღალი და ძალიან ნაზი. ის გოგო კი - შავგვრემანი, მუქი შავი თვალებით და სულაც არ ეტყობოდა რომ დედამისის გამოსვლა აინტერესებდა. ისიც ვიფიქრე იქნებ ეს სულ სხვა გოგოა და დირექტორის შვილი სულ სხვაა? ყოველ შემთხვევაში ჩემი ტვინი მთლიანად იყო გადატვირთული მასზზე ფიქრით. ჩანთა საწოლზე დავაგდე და ლეპტოპი ჩავრთე, facebook-ზე დავიწყე ძებნა. ვერ ვიპოვე, ის გოგო ვერ ვიპოვე. ცხოვრებაში პირველად მინდოდა რომ ახალი დღე გათენებულიყო მივსულვიყავი სკოლაში და გამეგო თუ ვინ იყო ის გოგო. ყველაზე უცნაურ კი ის იყო რომ უბრალოდ თავიდან ვერ ვიგდებდი. ასეთი ინტერესი ჯერ არავისადმი არ გამომიხატავს, ყოველთვის ჩაკეტილი ვიყავი და არ მაინტერესებდა ის რაც სხვას ეხება. გიოს არ ვგავარ სულაც, ის ყველას იცნობს სკოლაში მაგრამ რატომღაც ჩემთან ურჩევნია ყოფნა და ყველაზე ახლოს ჩემთანაა. მე მარტო გიო მყავს და მეტი არც მინდა, ზედმეტი დეტალეფით ცხოვრებას არ ვავსებ, ვთვლი რომ რაც მაქვს ისიც საკმარისია... სახლში ვეღარ გავჩერდი, Ipod-ი ავიღე და გარეთ გავედი. უკნიდან ხმა მომესმა ელენე: - სად მიდიხარ? - რაში გაინტერესებს, როდის იყო გიბარებდი სად მივდიოდი - იქნებ ამიხსნა რა ხდება ეს ბოლო ერთი კვირა? ისე გადიხარ სახლიდან ვერავინ გებულობს, ეგრე არ შეიძლება - მე წავედი და გვიანობამდე არ ვიქნები - იქნებ კითხვაზე მიპასუხო - იქნებ ჩემს ცხოვრებაში არ ჩაერიო? - უცნაური ხარ და კარი დახურა. მიყვარს ჩემი და, მისთვის ყველაფერს გავაკეთებ მაგრამ მას გონია რომ საკუთარ თავს ვერ მივხდავ, ჩემზე ზედმეტად ზრუნავს. ჩემს სახლთან ახლოს ტბა არის და იქ წავედი. იქ ვზივარ ხოლმე და უაზროდ წყალში ქვებს ვისვრი. ზოგი საწოლში წვება, იძინებს და ისვენებს, ზოგი უბრალოდ ტახტზე წამოწვება და ტლევიზორს უყურებს, ზოგი კითხულობს. მე ქვებს ვისვრი და კველაფერზე ვფიქრობ. ბედის სულ არ მჯერა მაგრამ არ ვიცოდი დამეჯერა თუ არა მაშინ როდესაც ჩემგან მოშორებით დავინახე ის შავგვრემანი გოგო, უცებ წამოვდექი და მისკენ წავედი მაგრამ გავჩერდი. მასტან ერტად ვიღაც კაცი იყო და ჩვენი სკოლის დირექტორი. ალბათ მამამისია, უკან წამოვედი და ისევ იქ დავჯექი სადაც ვიჯექი. უცებ ზარი ტელეფონზე. გიო გიო: - სად ხარ - ტბასთან რახდება - საქმე მაქვს გამო ჩემთან - 15 წუთში მანდ ვარ სიგარეტი გადავაგდე და ავდექი, თან იმ გოგოს ვუყურებდი. მოკლედ თვალი ძლივს მოვაშორე და გიოსთან ავედი. კარში დამხვდა მე: - რა ხდება? - ის შავგვრემანი გოგო დღეს რომ მკითხე - ხო მერე? - ჩემი მეზობელი ყოფილა - შენი მეზობელი რომ ყოფილიყო აქამდე ვნახავდი - აქ კი არა, გერმანიაში რომ ვიყავი იქ - მოიცა, გერმანელია? - არა ქართველია - რა იცი - დედაჩემმა მითხრა სკოლიდან რომ მოვედი. - დედაშენმა რა იცის? - ბიჭო რამნიშვნელბააქ. ვერ გაიგე რას გეუბნები? აქ ცხოვრობს აქ! - გავიგე და რა ვქნა მერე მე? სახლში ხომ არ დავადგები? ეგრევე კარს მომიხურავს ცხვირ წინ. ჯერ სკოლაში უნდა გავიცნო - საერთო მეგობრებს გიშოვი გინდა? - არ მინდა მე თვითონ ვერ მივალ თუ რა? - არ გეწყინოს მაგრამ სკოლაში ხომ გახსოვს შენზე რა ხმებიც დადის - სკოლაში შენზეც დადის ხმები - ხო მარა შენზე სასწაულებს იგონბენ - რადგან როკს ვუსმენ, შავ ზმანს ვჩითავ და საგვარეულო ბეჭედი მიკეთია რომელზეც თვალი ახატია არ ნიშნავს რომ სატანა ვარ. ის გოგო უნდა გავიცნო - მაგის გარდა სხვა ხმებიც დადის, არ იცი? მე მეგონა იცოდი - რა ხმები დადის აბა კიდე? მაკლია დასაკიდებელი ამბები და დამიმატე - მანიაკიაო ბლინ - კაროჩე ის გოგო უნდა გავიცნო და არ მაინტერესებს ვინ რას იტყვის. სკოლაში ყველა გოგოს ერთად აღებულს ყველანაირად ჯობია. - შენი საქმის შენ იცი ძმაო. შენრ რაზე უნდა გელაპარაკა ჩემთან? - იმ გოგოზე უნდა მელაპარაკა... რა ქვია ხო არ იცი? - მგონი ალექსანდრა - დარწმუნებული ხარ? - რავიცი გერმანიაში რომ ვიყავი საშას ეძახდნენ და ალბათ ალექსანდრა იქნება. - კარგი რაც ქვია. ხვალ პონტი მინდა, უნდა გავიცნო - პარალელური კლასელი იქნება - იქნებ ჩვენ კლასში მოხვდეს? - არ არის გამორიცხული.. --------- აი ის რაც ყველაზე მეტად მეზარება, ეს არის დილით ადრე ადგომა. ეს ყველას ეზარება, მე გამონაკლისი არ ვარ მაგრამ იმ დღეს გაღვიძება არ დამჭირვებია, ღამე გავათენე, ადგომა უფრო გამიჭირდა. ესე ხშირად მემართება, ღამეს უბრალოდ ვათენებ უაზრო ფიქრებში. დრო ისე გადის ვერც ვხვდები. ალბათ გაჩნდება კითხვა მთელი ღამე რაზე უნდა იფიქრო ისე რომ არ ჩაგეზინოსო. დამიჯერეთ ესეთებიც ხდება, მითუმეტეს რომ იმ ღამეს არ ვფიქრობდი იმაზე რაზეც ჩვეულებრივად ვფიქრობ ხოლმე, იმ ღამით საშაზე ვფიქრბდი. ბოლოს ვიფიქრე უკვე ახლა უნდა დავანებო თქო თავი, თორემ ის გოგო სულ მთლიანად შემშლიდა ჭკუიდან. ჯერ არც კი ვიცნობ და უკვე მასზე ფიქრში მითენდება. ასეთი ვინ არის რომ ვერ ვიგდებ თავიდან? გიო: - ვერ დაიჯერებ. ჩვენს კლასშია - მართლა? - ხო! პარალელურში იყო და აქეთ გადმოვიდა - იქეთ რატომ არ დარჩა? - არ ვიცი. ესე ვიდექით და მე ველოდებოდი როდის მოვიდოდა. ჩვენი კლასელი გოგოები რაღაცეებს ცანცარებდნენ უაზროდ და რაღაცეებზე იცინოდნენ. ერთმა ქერამ, ანკა ქვია, გამომხედა და ეგრევე ჩემკენ წამოვიდა. სულ რაგაც 7 ნაბიჯი იყო მაგრამ მოვასწარი იმის გაფიქრება რომ ნეტა გატრიალდეს და უკან წავიდეს ან გვერდით ჩამიაროს. ანკა: - დათო, მოდი ფოტო გადავიღოთ - მეტი საქმე არ გაქვს? - ნუ მეუხეშები მოდი არ შევეკამათე ერთი ფოტო გადავიღე, კამათის თავი არ მქონდა - მისმინე, შაბათს მთელი კლასი მივდივართ ბარში და თუ გინდა წამოსვლა შენც, დადე მაშინ ფული - არა არ მინდა - ის ვიღაც ახალი გოგო რომ გადმოვიდა ხომ იცი? - კი როგორ არა - მაგან რა თქვა იცი? - რაო? - ეგეთ ადგილებში სიარულს მირჩევნიაო ტელევიზორს ვუყუროო. რა გოიმი ვიღაც გადმოვიდა, რაღაცნაირი მუდო გოგოა - აჰაა.. ესეიგი არ მიდის? - არა, მაინც დავითანხმე. ახალია და ყველას გვაინტერესებს დირექტორის შვილი კლასში. - ხო. მეც მაინტერესებს ( ჩუმად ვთქვი) - რა? - არაფერი. რამდენს დებთ ფულს? - 5-5 ლარი. - აი გამომართვი და მეც წამოვალ. მაინც საქმე არ მაქვს შაბათს - სკოლის ცინ ვიკრიბებით 2 საათზე - კარგი - აუ შენი ჟაკეტი მათხოვე რა ისეთი თვალებით გავხედე მიხვდა რომ არ მინდოდა მიცემა მაგრამ ისე მთხოვა მისი ჭიჭყინი ვეღარ ავიტანე. როცა ჟაკეტი მივეცი რათქმაუნდა იმ მომენტში საშა გამოჩნდა და დაგვინახა. ხასიათი მომენტალირად შემეცვალა. წამიერმა სიხარულმა სიბრაზემ შეცვალა. ჟაკეტის წართმევა მინდოდა მაგრამ აღარ წავართვი, არ იქნებოდა კარგი საქციელი. კლასში შევედით. საშას გვერდით დავჯექი. ზარი დარეკილი იყო, მასწავლებელიც კლასში იდგა, მერე დაჯდა და სიის კითხვა დაიწყო. სკამის საზურგეზე ვიყავი მიჩრდნობილი. საშა მკლავებით იყო მაგიდაზე დაჩრდნობილი და მისი სახე არ ჩანდა. მის ზურგს ვუყურებდი. წინ წავიწიე და წურცულით ვკითხე - შენ საშა გქვია? უცებ გამოიხედა და რამოდენიმე წამის შემდეგ მიპასუხა. ეტყობა გააანალიზა ვინც ვიყავი - კი. - მე დათო ვარ. შენ პარალელურ კლასში არ იყავი? - ხო. მაგრამ აქეთ გადმოვედი - რატომ? - რა იყო გაცუხებ? - არა არ მაწუხებ (გამეღიმა), დირექტორის შვილი ხარ ხო? მასწავლებელი: - ხელს ხომ არ გიშლით საუბარში? მე: - არა მას, გააგრძელეთ - მოიცა შენ მე როგორ მელაპარაკები? გინდა გაგიშვა კლასიდან სადაც საჭიროა იქ? - არა მას - გაჩუმდი მაშინ და ამ გოგოსაც ნუ აცდენ! ფურცელი ამოვიღე და დავწერე "დირექტორის ვილი ხარ?" პასუხს დიდხანს არ მიბრუნებდა, ბოლოს დაწერა და ფურცელი მომცა " კი ვარ! რამდენჯერ უნდა გამეორდეს ეს კითხვა?" "უბრალოდ მაინტერესებდა" "დედაჩემმა ხომ თქვა სიტყვით რომ გამოვიდა, არ დამტოვა ისე" "ბოდიში მაგრამ დედაშენს სულაც არ ვუსმენდი" აღარ მიპასუხა. სკოლის მერე ისევ მოვკარი თვალი თუ როგორ ჯდებოდა მანქანაში და ისევ ვიღაცას ელაპარაკებოდა ტელეფონით. აი მაშინ მივხვდი რომ ეს გოგო, საბოლოოდ ჩაიბეჭდა ჩემს თავში. ახლა უკვე ღამეებს უფრო ხშირად ვათენებდი. მაგრამ ყველაფერი ბარში მისვლისთანავე შეიცვალა... --------- საკმაოდ დიდხანს ვცდილობდი დაძინებას მაგრამ ვერ ვიძინებდი, ვიცოდი, ხვალ ბარში უნდა წავსულვიყავი მაგრამ მაინც ვერაფრით ვიძინებდი. ოთახში საშინლად ბნლოდა და ოთახიც უფრო პატარად მეჩვენებოდა. მაცივრიდან წვენი გამოვიღე, დავლიე და უკან შევდგი. მანქანა გავაჩერე და ჩავჯექი, რატომ არ ვიცი. გაზს დავაჭირე და მთელი სისწრაფით მივქროდი. ძალიან ცხელოდა, უდაბნოში არ ვიყავი ნამყოფი მაგრამ ახლა მივხვდი რომ ძალიან ცხელოდა, ასეთი სიცხე ვერც კი წარმომედგინა. გიორგის სახლის წინ მოსახვევში საშა გამოჩნდა, სწრაფად დავატორმუზე მაგრამ... გამღვიძა და მაღვიძარას ხმა მესმოდა. ნუთუ ჩამეძინა, უბრალოდ არ მჯეროდა რომ მთელი ღამე მეძინა. მაღვიძარა გავთიშე და კვნესით ავდექი. სარკეში ძლივს ვხედავდი ჩემ თავს. სპორტულები ჩავიცვი, Ipod-ი ავიღე და გარეთ გავედი. დილის 9 საათზე მარტო მანქანები დადიოდნენ. ტბაზე წავედი, ისევ ქვები უნდა მესრლა წყალში. მაგრად ვერთობი, მაგარი წლებია. რათქმაუნდა დიდი ირონიით. რას ვიზამთ, მე თვითონ ავირჩიე ასეთი ცხოვრება, არ მიყვარს ხალხში გარევა. ალბათ იმიტომ რომ უბრალოდ ვერ ვუგებ ვერავის, ყველა ერთნაირია. ისევ ჩემს საყვარელ ადგილზე დავჯექი და დავიწყე ქვების სროლა. ნახევარ საათში მომბეზრდა და ნაპირზე დავიწყე სეირნობა. ტრასასთან ახლოს რომ მივედი, შორს საშა დავინახე. ნუთუ ისევ ბედია? არა, მე ესეთების არ მჯერა, უბრალოდ დამთხვევაა. სპორტული ტანსაცმელი ეცვა, ნაუშნიკები ეკეთა და დარბოდა, მორბოდა. გამეღიმა, თავში უკვე მოფიქრებული მქონდა დიალოგი და წარმოდგენილიც კი. როდესაც მომიახლოვდა გზა გადავუჭერი საშა: - შენ ჩემი კლასელი არ ხარ? - კი , ყოველდღე დარბიხარ? - რათქმაუნდა, აბა რა აზრ აქვს დღეგამოშვებით სირბილს? - მართალი ხარ. დღეს მიდიხარ ბარში? - არ ვიცი. ანკამ შემჭამა, უარი ვერ ვუთხარი. - ხო იცის ტვინის გამოვლება - შენ და ანკა ახლოს ხართ? - არა, უბრალდ კლასელები და იშვიათად თუ გამოველაპარაკები - ააა... გუშინ ვნახე შენი ჟაკეტი ეცვა - აუ ეგ სულ დამავიწყდა. დღეს უნდა გამოვართვა - ასე ადრე რამ აგაყენა? - რავიცი, მე სულ აქ ვსეირნობ ხოლმე.ტბასთან ხარ ნამყოფი? - კი, გუშინწინ ვიყავით მე, ნანა და მამაჩემი - ნანა? - ამმ.. ხო ანუ დედაჩემი - და ნანა რატომ? - არაფერი დაივიწყე, მოდი არ გვინდა ამაზე. - კარგი. გააგრძელებ სირბილს? თუ გავისეირნოთ ტბასთან, განახებ სად არის ჩემი საიდუმლო ადგილი - რავიცი. როგორც გინდა. ისედაც ბევრი ვირბინე - წამო ნელა გავტრიალდი და ტბისკენ წავედი. უკან გამომყვა. იმ ხესთან მივიყვანე სადაც ვზივარ და ქვებს ვისვრი. მე:- აქ, ვზივარ ხოლმე და ვფიქრობ - რაზე ფიქრობ? - როგორ გითხრა, ყველანაირ იდიოტობაზე რაც კი შეიძლება ადამიანს მოუვიდეს თავში. (გამეცინა) - ჰმმ.. ქვა აიღო და წყალში ისროლა. თითქოს სრულიად ჩემნაირი ადამიანი იჯდა ჩემს გვერდით, არ ჩერდებოდა. ქვებს ისროდა და ისროდა.. ბოლოს ადგა და ერთი ძალიან შორს გადააგდო. საშა: - წავედი სირბილი გავაგრძელო. დღეს გნახავ ბარში არ მაცადა პასუხის გაცემა რომ გაბრუნდა და წავიდა. აღარ გავყევი არც გავაჩერე. სახლში წავედი. კარში ისევ ჩემი და დამხვდა ელენე: - რადგან მშობლებს სძინავთ ეს იმას არ ნიშნავს რომ შენს ნბაზე უნდა იბოდიალო! - შეგიძლია ერთხელ მაინც ღიმილით დამხვდე? - მე წავედი - სა მიდიხარ? - შენ ხომ ყოველთვის მიბარებ სად მიდიხარ რა! წავედი და 2-3 საათში მოვალ - მოიცა, ამდილაადრიან სად მიდიხარ? - მარისთან მივდივარ! ვსო წავედი - რაღაც არ მჯერა რომ მარისთან მიდიხარ - თუ არც. მე წავედი ნაბიჯს აუჩქარა და კარში გავიდა. ელენე 15 წლის იყო, ჩემზე 1 წლით პატარა, მაგრამ მაინც არ გავყევი. ვიცოდი რომ შეყვარებულს ხვდებოდა, ისიც ვიცოდი ვინც იყო და ვენდობოდი კიდევაც. ელენე ცუდს არ ირჩევდა. ოთახში შევედი და საწოლზე დავეგდე. აი ის მომენტი უბრალოდ არაფერს რომ არ გაცდიან, არც საკუთარ თავთან დაგტოვებენ არც დასვენების საშუალებას მოგცემენ. კარზე კაკუნია. ოხვრით გადავტრიალდი საწოლზე და დედაჩემი შემოვიდა დედა: - ელენე სადაა? აი აქ გავიჭედე, ენა ჩამივარდა და არ ვიცოდი რა მეთქვა. - დათო, გძინავს? - არა დეე - მიპასუხე მაშინ ელენე სადაა ვერ ვპოულობ - რა გინდა? - არაფერი სადაა შენი და მიპასუხე - მე რავიცი. მაღაზიაში გავიდოდა ალბათ. შენ რატომ არ გძინავს? - 12-ია უკვე. რასქვია რატომ არ მძინავს. შენ ბარში არ მიდიხარ? - კი - მერე ამ მაიკით მიდიხარ და ფეხზე ღმერთმა იცის რა გაცვია. ხომ გითხარი დამიდე თქო შემოსასვლელში და გავრეცხავ მეთქი - აუუუ.. მაიკა გავიხადე მივუტანე და ხელში მივეცი - წესიერად მოიქეცი. ფეხზე ახალი კეტები რომ გიყიდე იმას ჩაიცვამ, ეს ძველები გადააგდე ნუ იცი ხოლმე შემოტოვება ყველაფრის - კარგი დედა კარგი. მკაცრად შემომხედა და ოთახიდან გავიდა. ისევ საწოლზე დავეგდე. ბალიშის ქვეშ კევა მედო, მენთოლის მყვარს ყველაზე მეტად. ავიხედე თუ არა ჭერში, წავედი ფიქრებში. ვიხსენებდი ყველა იმ მომენტს რომელიც ტბასთან მოხდა. ნუთუ ცხოვრებამ ხელებ გადამიშალა? რაღაც შეიცვალა ჩემში, უცებ წამოვხტი და სარკეში ჩავიხედე. ყველაფერს დავაკვირდი რაც კი სარკეში დავინახე. წვერი 5 დღეა არ გამიპარსავს და სხვათაშორის მომიხდა კიდეც, ამიტომ გადავიფიქრე გაპარსვა. კარადიდან Gorillaz-ს მაიკა გამოვიღე და ჩავიცვი, ჯინსები გამოვიცვალე და ახალი კეტებ ჩავიცვი.ძალიან გამიხარდა როცა სულაც არ ვიყავი შეცვლილი გარეგნულად, მიუხედავად იმისა რომ ვარჯიშისთვის თავი დანებებული მქონდა და 7 თვე ლოქოსავით დავდიოდი. აიპოდი ავიღე, ნაუშნიკები გავიკეთე და გარეთ გავედი. ვიფიქრე ფეხით მივალ თო და ზუსთად 2 საათში იქ ვიქნები. გამოვედი სახლიდან და ეგრევე გიო მეჩეხება გიო: - შეჩემა! - რა იყო - ანკას მანქანამ დაარტყა - როგორ არის? - ვერც კი წარმოიდგენ როგორ - და სიცილი აუტყდა - რა მოხდა? - ბიჭო რა ქნა იცი? ძაან არ დაარტყა იმ მანქანამ და პროსთა წაიქცა, იცი რა სცენებია ახლა იქ? - ახლოს არიან? - აი ორი ქუჩით იქეთ - წამო მაინტერესებს. - საწყალი მძღოლი - მოიცა და შენ და ანკა მარტო იყავით? - არა ბიჭო ლაშაც იქ არის და ქეთიც - მაგარი ღადაობა იქნება. - ეგრევე გამოვიქეცი შენთან, თან უფრო ადრე ვაპირებთ წასვლას ბარში და - წამო წამო მივდით. ლურჯი მანქანა იდგა და მის წინ მძღოლი ანკას ეჩხუბებოდა. ანკამ დამინახა თუ არა ტონს დაუწია. ძალიან გამიკვირდა, ჩემთან უფრო მორიდებულად იქცევა ვიდრე ადრე. ადრე არც მიყურებდა, უცებ ჩემკენ წამოვიდა ანკა: - აი დათო შენც ხომ აქ იყავი? - მე... მძღოლი: - გოგონა გზაზე რომ გადადიხარ უნდა იყურო მანქანა მოდის თუ არა ანკა: - თქვენ კიდე მანქანით რომ მოდიხართ უნდა იყუროთ გამვლელი თუ მიდის - მოიცა ანუ ჩემი ბრალია რომ დაგარტყი მანქანა? - აბა მე თვითონ დავირტყი? - მანქანას ნუ უძვრები და არდაგარტყამ! - პოლიციას გამოვიძახეეებ!!!! მე: - ოეეე ოეე!! არ უნდა ამას პოლიცია. ანკა წამოდი სადაც მივდიოდით მძღოლი: - წადით წადით და სხვა დროს თვალები გაახილეთ! ანკა:- სხვა დროს არ შემხვდეთ იცოდეთ! მძღოლი: - ენას მოუკელი! ანკამ ქეთის ჩანთა გამოართვა და ბარისკენ წავიდა. უკან გავყევით... --------- თვალში ეგრევე საშა მომხვდა. თავში ტვინი 7543-ჯერ გადატრიალდა და გულმა ნეკნების დედაც ვატირეო. რატომ არ ვიცი მაგრამ ჩემი მოკლე ცხოვრების მანძილზე, პირველად გონება გახდა სრულიად ცარიელი. ამბობენ როცა უყვარდებათ მუცელში პეპლები დაფრინავენო. ამის ნამდვილად არ მჯერა, მუცელში პეპლები სულაც არ დაფრინავდნენ მაგრამ საშინელი ადრენალინი მომაწვა. ეგრევე სიგარეტი ამოვიღე მაგრამ დავაპირე თუ არა წაკიდება ანკამ ჩამიარა და ტავი გაანებეო, დავფიქრდი და უკან ჩავიდე სიგარეტი, საშასთან მივედი. - ერთობი არა? - აჰამ.. განსაკუთრებით მუსიკაა მაგარი, განათება, აი ის რაღაც ფიგურები კედელზე რომელსაც 15 წუთია ვუყურებ და ვერ გამიგია რაარის - ხო მუსიკა გლიჯავს. შენ რას უსმენ? - გოთიკას - ვაა მართლა? სულაც არ გეტყობა.. - მე ბევრი რამე არ მეტყობა. ის თუ მეტყობა რომ აქაურობისგან გული მერევა? - კი გეტყობა. ესეთ ადგილებში სიარული მეც არ მიყვარს - ანკას მოწონხარ - რა? - მითხხრა. რაც ჩემი არ არის ვცდილობ მოვიშორო. ეს საიდუმლო ჩემი არ იყო, მაგრამ შენ გეხება. ამითომ უნდა იცოდე. სხვას არ ვეთყვი იმათ არ ეხებათ - ასე მართივად საუბრობ სხვის საიდუმლოებზე? - არა. საიდუმლო შემიძლია საფლავში ჩავიტანო და საიქიოშიც კი არ ვიტყვი - მოიცა, ამ წუთას არ თქვი რაც ჩემი არ არისო იმას ვიშორებო? - ხო, მართალი ხარ. ალბათ ოდესღაც მიხვდები რატომაც მოვიშორე ეს საიდუმლო. - ვერაფერი ვერ გავიგე - არცაა საჭირო. შენს ტვინში ისედაც ჩაიბეჭდა, მერე ოდესღაც გაგახსენდება და მიხვდები. მოკლედ მ ჩემი მოვალეობა მოვიხადე, 30 ცუთი გავქაჩე ამ სასწაულ ადგილლში და წავედი სახლში - გინდა გავისეირნოთ? ვთქვი თუ არა, სულ რაღაც 2 წამში ანკა მომეხვია უკნიდან და ტიროდა. გავვოცდი, ასე არასდროს მქცეულა საშა: - მე წავედი - მოიცა არც მიპასუხა ისე წავიდა. ანკა კიდე ტიროდა და მეყრდნობოდა მე: - ანკა რა მოხდა? - სკოლაში იცი რა მოხდა? - რა - ჩემზე ლაპარაკობენ ბოზიაოოო - რა გატირებს მერე ცრემლები მოიწმინდა, სერიოზული სახე მიიღო - რასქვია რა მატირებს, აბა შენზე ეთქვათ. ხომ იცი სკოლაში რა სტატუსიც მაქვს - ოო კაი რა. ისე ჩემი ჟაკეტი რომ მოგეცი სად წაიღე? - სახლში დამრჩა, ზეგ წამოგიღებ - აჰამ. მე წავედი - სად? ყველა აქვ ვართ სად მიდიხარ? - სახლში გავტრიალდი და გარეთ გავედი. გზაში შავი შოკოლადი ვიყიდე, თითქოს ვცოდი რომელ მხარესაც წავიდა საშა. უკან გავყევი და ტბამდე მივედი. იქ იჯდა სადაც მე ვზივარ ხოლმე და ტბას უყურებდა. მივედი და გვერდით მივუჯექი. მე: - საშა - ხო - შოკოლადი გიყიდე - რათ მინდა - უბრალოდ ყურადღება გამოვიჩინე, გთხოვ გამომართვი - რა იცი რომ შავი მიყვარს? - არ ვიცი. დედაჩემს უყვარს შავი და იმიტომ ვყიდე. - აა.. მეც მიყვარს - საშა - ხო - მოკლედ ძალიან მაგრად მომწონხარ თვალები გაუფართოვდა, ნელა გამომხედა და ისეთი გაოცბული სახე მიიღო თითქოს რაღაც სასწაული ვუთხარი. გაოცებულმა სახემ შეშინებულმა შეცვალა, შემდეგ ღრმად ამოისუნთქა და ადგომა დააპირა. მკლავში მოვკიდე ხელი - რა ხდება? - არაფერი უნდა წაავიდე - რატომ? - არ შემიძლია აქ დარჩენა - რა ხდება? რამე ხდება? - არა. უნდა წავიდე - სანამ არ ამიხსნი ხელს არ გაგიშვებ - ბიჭო გაიგე ვერ დავრჩები. არ შემიძლია - მითხარი დამნებდა და დამიჯდა გვერდით. ტბას უყურებდა, ერთი ქვა აიღო და გადააგდო. შევნიშნე ცრემლი როგორ მოსდიოდა, მაგრამ არ იმჩნევდა და ცდილობდა თავი გაეწია რომ არ დამენახა. ველოდებოდი, დრო ბევრი მქონდა, ასე ნახევარი საათი ვიჯექით, მაგრამ არ მიდიოდა. საშა: - დათო გამიგე, არ არის ახლა ისეთი სიტუაცია რომ რაღაც რომანი იყოს. მც მომწონხარ მაგრამ თავის შეკავება მინდა - რამე ხდება? - მოკლედ... პრობლემები მაქვს - ვინმე გაწუხებს? - არა არავინ არ მაწუხებს. - აბა რა ხდება? - 1 თვის წინ დედა და მამა დაშორდნენ, მამამ ახალი ცოლი მოიყვანა და საცხოვრებელი ადგილიც შეგვიცვალა მე და ჩემს დას. დედას ყოველდღე ველაპარაკები მაგრამ აქ ვეღარ ვჩერდები. - მესმის.. აქ მეც ვეღარ ვჩერდები - მოდი წავიდეთ - რა? სად უნდა წავიდეთ? - შენ ხომ მანახე შენი საიდუმლ ადგილი? მეც მინდა განახო - ჰმმმ.. კარგი წამო ავდექით და ხიდისკენ წავედით.თურმე ტბის ხიდის იქეთ კიდევ ხიდი ყოფილა. ამ ხიდზე არც კი ვიცოდი. მაგრამ ხიდის ქვეშ არაფერი არ იყო. იქვე მივედით, ძირს წამოჯდა საშა: - აი აქ ვარ ხოლმე როდესაც ჩემი იდიოტი დედინაცვალის დანახვა არ მინდა გვერდით მივუჯექი საშა: - ადრე პატარა რომ ვიყავი დედაჩემს გერმანიაში სულ სახლთან ახლოს მდებარე ტბასთან დავყვავდი. იქ ხიდი იყო და იმის ქვეშ ვიჯექით. ამდაგვარია.. სულ ცხოველებზე მელაპარაკებოდა... დრო რა მალე გადის - მართალი ხარ.. ძალიან ლამაზი თვალები გაქვს - მადლობ... დედაჩემს აქვს ესეთი - ესეიგი ისიც ლამაზია? გაეცინა და თავი ჩაღუნა. ესე ვიჯექით, ბოლოს ნელა ხელი გადავხვიე და ის ის იყო მოვხვიე რმ გაიწია. კი, მართალია მაგარი გამიტყდა და ძალიან უხერხულში ვიყავი, მაგრამ უცებვე ბოდიში მომიხადა - დათო, არ გეწყინოს მაგრამ არ მინდა რომ ეს უბრალო გრძნობა სიყვარულში გადაიზარდოს - უკვე მიყვარხარ - ასეთი პრდაპირი რატომ ხარ? - რა ვქნათ ესეთი ვარ - უნდა წავიდე - საშა და ისევ, ისე ადგა არც დამაცადა პასუხის გაცემა და წავიდა. მეც ნელა წამოვედი სახლში. ამ გოგომ სულ შემშალა ჭკუიდან. სულ მასზე ვფიქრობდი. სამაგიეროდ ჩემი ცხოვრებაც შეიცვალა. ამბობენ საკმარისია გამოჩნდეს ვიღაც შენს ცხოვრებაში და ის მაშინვე შეძლებს გადაგიტრიალოს ტვინი, აგირიოს გონება და ჭკუიდან შეგშალოს.ზუსტადაც ასეთი გონებადაბნეული მივდიოდი ქუჩაში. ჩემს თავში საშა იყო და პარალელურად ის იდიოტობები რაზეც ვფიქრობ ხოლმე. ბევრ რამეზე დავფქრდი, მივხვდი რათომაც მითხრა ანკას მოსცონხარო, იმიტომრომ თვითონ მოვწონდი.გოთიკას ვუსმენო, ესეთი გოგოსთვის გოთიკა ძალიან მძიმეა მგონი. მაგრამ რაც მთავარია ძალიან მაგარი გოგოა. ასეთი ერთმანეთზე გადაჯაჭვული ფიქრებით ვბოდიალობდი --------- მას შემდეგ დიდი დრო გავიდა, მე და საშა დავვახლოვდით. უბრალოდ მეგობრებ ვიყავით რომლებიც ვითომდა მალავენ გრზნობებს. საშინლად შევიცვალე, ღამით მეძინა, კლასელებთან დავიწყე კონტაქტი, მარტო აღარ ვსეირნობდი, ჩემთან ერთად საშა იყო. შემეცვალა დამოკიდებულება ცხოვრების მიმართ, ახლა უკვე ვხედავდი რომ სკოლაც სხვანაირია, ხალხიც სხვანაირია. მეტს ვიცინოდი და ცხოვრება მიხაროდა. ასე გავიდა ზამთარი, გაზაფხული, ზაფხული და შემოდგომა დადგა ისევ. საშა: - დათო, უნდა წავიდა - ამ ცუთას მოხვედი - არა. საერთოდ მივდივარ - რა მოხდა? - არაფერი უბრალოდ ვეღარ გნახავ - და მე რომ არ მომეწერა ისე აპირებდი წასვლას რომ არ უნდა გენახე? - ესე იყო საჭირო, ბევრი ვიფიქრე სანამ მოვიდოდი. ბოლოს მაინც გადავწყვიტე მოვსულვიყავი - რა მოხდა? - გთხოვ აღარ გამიხსენო და შენი ცხოვრებით იცხოვრე ფეხზე წამოვხტი. გონებაში ათასმა იდიოტობამ გადამიარა - საშა ამიხსენი რა მოხდა? - არაფერი უბრალოდ დამივიწყე - ისე მელაპარაკები გეგონება შეყვარებულები ვიყოთ - დათო მიყვარხარ მაგრამ მივდივარ - თუ გიყვარვარ სად მიდიხარ ვერ გავიგე - უნდა წავიდე - სად?? - ეგ მე ვიცი და შენი საქმე არ არის - რეებს ბოდიალობ ამიხსენი რა ხდება? დღეს რატომ არ იყავი სკოლაში? - არაფრის ახსნას არ ვაპირებ დამივიწყე! - არა უნდა ამიხსნა - არ ვარ ვალდებული და წავედი მე მამაჩემთან ოფისში ვარ მისასვლელი - ეგრე არ შეიძლება საშა! რა ხდება ამიხსენი - არა არა წავედი გატრიალდა, ამჯერადაც არ გავაჩერე გავუშვი მაგრამ ორი ნაბიჯი გადადგა თუ არა შემოტრიალდა, მიყურა მიყურა და ტირილი აუტყდა. ენა ჩამივარდა, არ ვიცოდი რა ხდებოდა. ასეთი ტვალებაცრემლიანებული ალაპარაკდა - დათო ძალიან მაგრად მიყვარხარ, მინდა რომ სულ ჩემთან იყო მინდა რომ ერთად ვიზინებდეთ და ვიღვიძებდეთ, მინდა რომ ბოლომდე ერთად ვიყოთ, მინდა რომ ჩემი გერქვას. ეს ერთი წელი ჩემთვის სამოთხე იყო, მაგრამ შენთან უბრალოდ ვერ ვიქნები. ეს ჩემზე არაა დამოკიდებული, ამას ვერ ვერ ვწყვეტ. იცი როგორ მინდა რომ ყოველდღე აქ ვჯდეთ და ვლაპარაკობდეთ როგორც მთელი წლის განმავლობაში? - საშა რა მოხდა? - შეშინებული სახით ვუთხარი, ხმა მიკანკალებდა - მოხდა ის რომ მიყვარხარ, უსასრულოდ! ასე არავინ მყვარებია! - დამიჯერე არც მე. ამითომ მაინტერესებს რა ხდება. რა ხდება რომ არ მიხსნი? შენ თუ იცი როგორ ვნერვიულობ? შენზე ადრე მე მიყვარდი და შენზე ფიქრში მითენდებოდა. ახლა მთელი დღე შენზე ვფიქრობ, ღამეც მითენდება და მეტი დრო აღარაა რომ იმ დროსაც ვიფიქრო. გაუჩერებლად და რანაირად უნდა დაგივიწყო? - არ ვიცი რამე მოიფიქრე. მე დაგივიწყებ - რა? - ხო. დამიჯერე, არც გამახსენდები - საშა ნუ მაშინებ რა მოხდა? უფრო ტირილი აუტყდა, ნელა მოვიდა, სულ კანკალებდა, წელზე ხელი შემომხვია და ჩამეხუტა. - დათო აქედან მივდივარ, ჯერ სხვა ქალაქში, შემდეგ სხვა ქვეყანაში, ბოლოს კი სხვა სამყაროში - რას მეუბნები? რასქვია სხვა სამყაროში? შენ ხო არ გაგიჟდი? არ გაგიშვებ - წავედი - არა! - წავედი - იყვირა და გაიქცა უკან გავყევი, ბოლომდე მივყვებოდი მაგრამ არცერთი ხმას არ ვიღებდით. ბოლოს გაჩერდა, შემომხედა, მომიახლოვდა, მაკოცა და უბრალოდ გაქრა. არ ვიცი სად წავიდა. როდის წავიდა და რა მოხდა კოცნის შემდეგ მაგრამ ფაქტი იყო რომ ჩემ წინ აღარ იდგა. არ ვცოდი საით წავსულვიყავი, სრული გათიშვა მქონდა. სახლამდე როგორ მვედი არ მახსოვდა. თვალები ცრემლებისგან მეწვოდა. ცხოვრების არ მჯეროდა, ლიფტში ჩავჯექი და ბოლო სართულზე ავედი. მეცხრე სართული. სიყვარული ისეთი გრძნობაა რომ ხვდები სად იმყოფება შენი მეორე ნაწილი. ის შენი ნაწილია და როგორც შენს სხეულს ისე გრძნობ. გრძნობ როცა მას სტკივა, ის ხომ შენი ნაწილია და შენც გტკივა. გრძნობ როცა მას უხარია, ის შენი ნაწილია და შენც გიხარია. ორი სული ერთმანეთზე ისე მჭიდროდაა გადაბმული რომ ერთი მთლიანი ხდება. თითქოს ყველაფერი ერთიანდება, გრძნობები, ცოდვები, ემოციები. სიყვარული იმდენად ლამაზია რომ მას ვერც აღწერ, თუნდაც მსოფლიოს ყველაზე ლამაზი სიტყვებით შემოფარგლო. ის ღმერთივითაა, უბრალოდ მისი გწამს.. ის ძარღვებში დადის და პულს აჩქარებს, თავის ჭკუაზე დაატარებს ადამიანის ყოველ ნერვს და ემოციას. სიყვარული ერთადერთია რისი გულისთვისაც ადამიანი სიცოცხლესაც კი გაწირავს. სწორედ ამიტომ, მე ახლა ვდგავარ აქ, მეცხრე სართულის რაფაზე და ვფიქრობ დავასრულო თუ არა ცხოვრება. მაგრამ გამვლელებს სულაც არ ანაღვლებთ დაეცემათ თუ არა თავზე 17 წლის მოზარდი. ვზივარ და ვიხსენბ ყველა იმ მომენტს რომელიც 1 წლის მანძილზე განვიცადე. ცოტაც გადავიწიე და საშას ხმა გავიგონე - დათო! ეგ არ გააკეთო გოგო ძლივს სუნთქავდა, მორბოდა. - შორიდან დაგინახე რეებს აკეთებ გაგიჟდი? ხმა არ გამიცია, სევ ფანჯრიდან გადავიხედე. საშა მომიახლოვდა, გვერდით დამიდგა მე: - რეებს აკეთებ? ახვალე ჩადი რაფიდან - მაინც უნდა მოვკვდე -არა შენ არ მოკვდები! -მაშნ შენ რაღაზე კვდები -შენ მე დამშორდი - და ამიტომ იკლავ თავს? - შენ ხომ თქვი.. - მე ბევრი რამ ვთქვი. გთხოვ არ გადახტე - საშა რა გჭირს თავი ჩაღუნა... - კიბო ხელი ჩავკიდე, მივიწიე, მაგრად ვაკოცე მე: - მიყვარხარ - მეც მიყვარხარ საშა ოდნავ წინ გადაიწია, მომეხვია და ორივე ერთად სამოთხეში ჩავვარდით.....................................
| |
|
სულ კომენტარები: 0 | |