12:54 მისტიკური ისტორიები !! | |
გაჩერება სასაფლაოზე.. ეს ისტორია მე შემეთხვა რამდენიმე წლის წინ… როგორც ყოველთვის , ნახევარი წელი ვმუშაობდი მაგადანში და შემდეგ სახლში ვბრუნდებოდი.. ერთ-ერთი ესეთი მოგზაურობის დროს გადავწყვიტე ჩემი მანქანით უკრაინაში ჩავსულიყავი. რა თქმა უნდა დროდადრო ვჩერდებოდი დასაძინებლად.. ერთხელაც გაჩერება მომიწია სასაფლაოსთან.. მანქანიდან გადმოვედი , ცეცხლი ავანთე და მივუჯექი.. სადღაც ღამის 11 საათი იქნებოდა , როდესაც მტირალი ქალის ხმა გავიგე, მივტრიალდი და დავინახე,რომ ეს ქალი საფლავზე იჯდა.. მე ვიფიქრე: "რაღა ამ შუა ღამეს მოუნდა ტირილი და თავის მოკვლა, წავიდეს სახლში" და ისევ კოცონისკენ მივტრიალდი.. უცებ ყურში ვიღაცამ ჩამჩურჩულა: "შენ აქ რამე დაგეკარგა ?” მაგრამ გასაკვირი ის არის, რომ როცა მოვტრიალდი ზურგს უკან არავინ დამხვდა… თავი ცუდად ვიგრძენი და ცოტა გავლა გადავწყვიტე, მაგრამ ისევ ის ხმა : "რატომ წახვედი ?”.. ყურადღება არ მიმიქცევია რადგან ვიფიქრე დაღლილობის ბრალი იყო.. მივედი მიტოვებულ სახლთან და ისევ ტირილის ხმა გავიგე.. მივტრიალდი და აღმოვაჩინე 14 წლის გოგონა, მაგრამ ეს გოგონა ოდნავ გამჭვირვალე იყო (:D ), განსვავებული სხეულის წყობა ჰქონდა.. გოგონამ თავისი სახელი მითხრა(ანია) და ისიც დააყოლა,რომ 2 წლის წინ დაიღუპა, ცეცხლში დაიწვა… ეს რომ გავიგე ძალიან შემეშინდა და იქიდან გავიქეცი… უცნობი.. ადრე არ მჯეროდა მოჩვენებების,სულების, ცხოვრების სიკვდილის შემდეგ და ა.შ. მაგრამ ეს ისტორია პირადად მე გადამხდა თავს 1 წლის წინ.. მშობლებთან წასვლა გადავწყვიტე, მათ ახალი ბინა იყიდეს სხვა ქალაქში და ფაქთიურად იქ პირველად მივდიოდი.. მოკლედ, ერთხელაც მეგობრის სახლიდან დავბრუნდი.. სადღაც ღამის 12 იქნებოდა, ყველას ეძინა.. შხაპი მივიღე და მეც დასაძინებლად წავედი.. იმ ოთახში სადაც ძილს ვაპირებდი ჩემ გარდა იყვნენ ჩემი შვილები და დისშვილები.. როგორც კი თვალები დავხუჭე,ვიგძენი თითქოს ზემოდან რაღაც დამეცა.. შევშინდი, დაყვირება ვცადე მაგრამ არაფერი გამომივიდა.. წამერთვა არა მხოლოდ მეტყველების უნარი,არამედ მთელი ხსეული.. თითქოს პარალიზებული ვიყავი.. ისე შემეშინდა მეგონა გული გამისკდებოდა.. შეშინებულმა „მამაო ჩვენოს" კითხვა დავიწყე.. და ვიგრძენი,რომ ეს რაღაც მომეშვა.. თვალები გავახილე და დავინახე ახალგაზრდა მამაკაცი, მას თმა არ ქონდა და გამჭვირვალე ფანტომასს გავდა ( :D )… როგორღაც დამეძინა.. დილით გადავწყვიტე ყველაფერი დედასთვის მეამბო.. გაუკვირდა.. ისე მიყურებდა თითქოს გიჟი ვიყო, მაგრამ როდესაც დედას უცნობი მამაკაცი ავუღწერე, გაოცდა,თქვა რომ ის კაცი ადრე ამ ბინაში ცხოვრობდა.. იგი ციხეში იჯდა და მგონი იქ მოკლეს.. ახლა კი მგონია,რომ ეს რაღაც იმ კაცის სული იყო.. მამა.. ეს მოხდა 1 წლის წინ..პირველ სართულზე ვცხოვრობდი და ბავშვობიდანვე, მასწავლეს რომ როცა გადიხარ კარი ყოველთვის უდა გაიხურო, თუნდაც ორი წუთით გადიოდე.. ახლა კი რაც შეეხება ისტორიას.. ი დღეს ძაღლი უნდა გამესეირნებინა, სახლში მხოლოდ დედა რჩებოდა.. ზუსტად მახსოვს ,რომ კარი დავკეტე… 8 მაისი იყო, მამას დავურეკე და შევუთანხმდი რომ მასთან მივიდოდი ( მშობლები დაშორებულები არიან ).. საუბრის ბოლოს აუვიცილებლად ჩავთვალე , რომ მეთქვა „ მე შენ მიყვარხარ" ( ადრე ამას რატომღაც არ ვამბობდი ).. როდესაც დავბრუნდი დედა გაფითრებული, შეშინებული დამხვდა.. მან ყველაფერი მიამბო.. მისი თქმით , როდესაც მე წავედი ძაღლთან ერთად , ის ტელევიზორს უყურებდა და უცებ სიცივე იგრძნო.. ადგა.. დერეფანში კარი ღია იყო.. მან ამას ყურადღება არ მიაქცია, ეგონა მე დამავიწყდა კარის დახურვა.. კარი გასაღებით დაკეტა და ისევ ტელევიზორის საყურებლად გაემართა.. შემდეგ ისევ სიცივე იგრძნო.. ადგა.. კარი ისევ ღიაა.. ისევ გასაღებით ჩაკეტა.. რამდენიმე წუთში კარი ისევ გაიღო.. ასე მოხდა რამდენიმეჯერ.. მოკლედ დედა მიხვდა რომ ვიღაც ახლობელი გარდაიცვლებოდა და მის ნეშტს გაიტანდნენ ამ დერეფნიდან.. მეორე დღეს გავიგეთ,რომ მამა აღარ არის.. მაგრამ ეს ჯერ კიდევ არაფერია.. სამძიმრის დღეს, როდესაც სამზარეულოში ვიყავი და საჭმელს ვამზადებდი დავინეხე, რომ ჩემი ოთახის ფანჯარაზე ბევრი მტრედი ზის.. ( ჩემი ფანჯრის წინ ხეებია,მაგრამ აქამდე არასდროს მოფრენილან მტრედები) მე გაოცებული მივდივარ ფანჯარასთან.. მტრედები გაფრინდნენ, მხოლოდ ერთი დარჩა.. იჯდა რაფაზე და მიყურებდა.. მისი გაფრენის შემდეგ მივხვდი ,რომ ეს მტრედი მამაჩემი იყო.. მემშვიდობებოდა.. | |
|
სულ კომენტარები: 1 | ||
| ||